Sunday, December 22, 2013

IX დღე

nnnnn

ცხრა დღემ  სწრაფად გაირბინა.ბევრი რამ ვისწავლე.
 ყოველთვის სიამოვნებით დავესწრები ნინოს ტრენინგებს.
ისტ-ის გამოყენებით 
პროექტებით სწავლება გაახალისებს, გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს, აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, გააუმჯობესებს სწავლა/სწავლების ხარისხს.
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას უსათუოდ გავუზიარებ ჩემს კოლეგებს უცხოური ენების კათედრაზე.      

      პროექტები,რომლებიც დღეს აქ წარმოადგინეს, ძალიან საინტერესოა. აღფრთოვანებული ვარ!

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებთ!
დაესწარით მრავალს!

Bonne  et  heureuse Année !     Joyeux  Noel !


 



Saturday, December 21, 2013

VIII დღე



     გავაგრძელე მუშაობა პროექტის გეგმაზე. დაწვრილებით აღვწერე სასწავლო პროცედურები.
    შევუდექით VII მოდულის -  "ფასილიტაცია ტექნოლოგიებით" განხილვას.
ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლა/სწავლების ხელშეწყობის მიზნით, როგორ გავუწიოთ კლასს ფასილიტაცია პროექტზე მუშაობის დროს და როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარები.

    ჩემი აზრით, ჩვენი ტრენერის  ნებისმიერი აქტივობა ფასილიტაციის კარგი მაგალითია.      

Sunday, December 15, 2013

VII დღე

    წავიკითხეთ მოდული 6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
გავეცანით კითხვარს დიფერენცირებულ სწავლებაზე. საინტერესო დოკუმენტია. კურსის რესურსებში  შევინახეთ.  ვფიქრობ, რომ სსსმ მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია უფროსების დახმარება, მათთან სამუშაოდ დამატებითი დროის გამონახვა.
    გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ჩამოვწერე ის საბაზისო უნარ-ჩვევები, რომელსაც უნდა ფლობდნენ ჩემი მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას.
გეგმის მომდევნო საკითხია სასწავლო პროცედურები. დაწვრილებით უნდა აღვწერო პროექტის სცენარი, არცერთი დეტალი არ უნდა გამომრჩეს.
ვისწავლეთ ბლოგზე page - ის დამატება. დავამატეთ მთავარი, კონტაქტი ... 
 ვნახეთ ნიმუშები (მოსწავლეთა მხარდაჭერა ). ვიმუშავეთ დამხმარე რესურსებზე.

Sunday, December 8, 2013

VI დღე


        წავიკითხე რეფლექსიები, დავურთე კომენტარები.
        გავაგრძელეთ მუშობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე.საინტერესო პროცესია!
     ვიმუშავეთ მასწავლებლის თვითშეფასების რეფლექსიაზე (მოდული 5). მომეწონა  სქემა, კითხვები ... სისტემატურად გამოვიყენებ ამ დოკუმენტს თვითშეფასებისათვის.
      განვიხილეთ შეფასების ტიპები, შეფასების გეგმის კრიტერიუმები, სხვადასხვა აქტივობების და მათ შორის პრეზენტაციის შეფასების სქემები. ბევრი ვიმსჯელეთ.
შემდეგ შევადგინე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის (პრეზენტაცია) შეფასების სქემა.

Saturday, December 7, 2013

V დღე

        დღე დაიწყო ბლოგზე სურათების მოთავსებით.
ვისწავლეთ youtube - დან თემის შესაბამისი სასურველი რესურსის მოძიება. ეს ნამდვილად გაამდიდრებს ჩემს სასწავლო რესურსებს.
გავეცანით პედაგოგებისათვის განკუთვნილ გზამკვლევს "საავტორო უფლებების ქაოსი", დოკუმენტს - გამოყენებული ლიტერატურა,სადაც ყოველთვის უნდა ჩავწეროთ იმ საიტის მისამართი, რომელიც გამოვიყენეთ.
კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისათვის, chate - ი კომუნიკაციისათვის.
       გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშებს და დავიწყე მუშაობა ჩემი ნიმუშის შექმნაზე.

Pourquoi le francais

Wednesday, December 4, 2013

        III დღე

        30 ნოემბერს,  ვერ მოვახერხე ჩანაწერების გაკეთება, ამიტომ ახლა ვისაუბრებ მესამე დღის შესახებ.
        დღე დაიწყო პროექტის ბუკლეტების პრეზენტაციით. ნინოს (ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერი) მოეწონა ჩემი ბუკლეტი. ეს ძალიან მახარებს!
       დავიწყეთ მეორე მოდულის კითხვა.
       შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონის დასაწყისი: თემა, მიზანი, ამიცანები...
შემდეგ გადავედით მეორე აქტივობაზე (მოდული 2). ვიმსჯელეთ საკვანძო კითხვებზე.  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შეიძლება იყოს ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი. შევასრულეთ შესაბამისი სავარჯიშოები. მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის. ტრენერისა და ჯგუფის წევრებისაგან მივიღე სასარგებლო რჩევები.
მადლობა ყველას!
 .
   

Sunday, November 24, 2013

II დღე


           დღე დაიწყო იმით, რომ წავიკითხე ჩემი კოლეგების რეფლექსიები, მომეწონა, ამიტომ სიამოვნებით დავურთე კომენტარები. დიდი მადლობა ყველას იმ კეთილი სურვილებისათვის, ჩემს პოსტზე რომ წავიკითხე.
შემდეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა ისაუბრა მომავალი პროექტის შესახებ. გენიალური იდეებია!
ტრენერმა გაგვაცნო სასწ. ღონისძიების პროცესის საფეხურები და პროექტის მოთხოვნები. ვისაუბრეთ პროექტის მახასიათებლებზე და ვნახეთ პუბლიკაციის ჩეკლისტი.
ვიმუშავეთ მშობლებისათვის განკუთვნილი ბუკლეტის შექმნაზე.
ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო!

Saturday, November 23, 2013

I დღე


          23 ნოემბერი ...  წმ. გიორგის ხსენების დღე მილოცვითა და გაცნობით დაიწყო.
ყველაფერი ახალია ჩემთვის, ამიტომ არაფერი არ უნდა გამომრჩეს.
გენიალურია ელექტრონული "წიგნი" -  educatin viewer!
ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, ვნახეთ სასწავლო პროექტები, შევქმენით საქაღალდე, სადაც მოვათავსეთ პროექტის ჩეკლისტი, რუბრიკა, შაბლონი.
ტრენერი დაგვეხმარა ბლოგის  "პროექტით სწავლება" შექმნაში.